მოსალოდნელია თუ არა სამთავრობო ცვლილებები?

15 აგვისტო 2019, 17:19 1518 ნახვა

„ქართული ოცნების“ გუნდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ 2020 წლის საარჩევნო პროგრამა საზოგადოების მტკივნეულ გამოწვევებს პასუხობდეს – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის კითხვას შესაძლოა თუ არა შემოდგომაზე მინისტრთა კაბინეტში გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს.

მამუკა ბახტაძემ  თქვა, რომ ამ კითხვას პასუხი არაერთხელ გასცა, მისი თქმით, ამ საკითხის გააქტიურება ქართულ პოლიტიკას ეს ახასიათებს. მისივე თქმით, პროგრამა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს, ეს არის ერთმნიშვნელოვნად სწორი გზა, რათა მოხდეს საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა.

უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი პრემიერის მოსაზრებას იზიარებს, ამბობს, რომ თუ რომელიმე მინისტრი ვერ აყვება სამთავრობო პროგრამის ტემპს უნდა შეიცვალოს.

თუმცა უმრავლესობის წევრები ირწმუნებიან, რომ სამთავრობო ცვლილებების საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება. ოპოზიციაში გადასული „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები ამბობენ, რომ ცვლილება ეკონომიკურ გუნდს შეეხება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში