ტურავას ბინა-შეფასებები საკრებულოში

19 აპრილი 2016, 00:00 5390 ნახვა

ბათუმის საკრებულოს ბიუროზე მერაბ ტურავასთვის ბინის გადაცემის საკითხის განხილვა ამ წუთებში ხმაურით მიმდინარეობს. მანამდე კი საკრებულოში დღის განმავლობაში განმარტებები გაკეთდა. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ტურავა არ არის პირველი მოსამართლე, ვისაც სახელმწიფო ბინას გადასცემს. ამასთან მიაჩნია, რომ მნიშვნელობა აქვს მოსამართლეები საცხოვრებელ ფართებს სახელმწიფოს საბინაო ფონდიდან მიიღებენ თუ მუნიციპალიტეტის ფონდიდან. რაც შეეხება  რესპუბლიკელების, თავისუფალი დემოკრატების და ნაციონალური მოძრაობის წევრების პოზიციას: ისინი ხვალინდელ სხდომაზე საკითხის მხარდაჭერას არ აპირებენ. მათი თქმით, იმ ფონზე, როცა მუნიციპალიტეტში 2000-მდე უსახლკაროა სიმბოლურ ფასად მოსამართლეებს ბინები არ უნდა გადაეცეს.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში