ვინ მოხატა ვაგონები - რას ამბობენ შინაგან საქმეთა სამინისტროში

02 სექტემბერი 2019, 14:44 1195 ნახვა

ბოლო ერთი წლის განმავლობაში მატარებლის ვაგონები რამდენჯერმე მოხატეს. უცნობმა პირებმა სამგზავრო ვაგონები, ფერადი საღებავებით გაალამაზეს. 

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ ყველა ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. 

ჯერ არავინ დაუკავებიათ. უწყებაში ამბობენ, რომ არც დანაშაულში მონაწილე პირები არიან იდენტიფიცირებულები. 

ბოლო შემთხვევა დღეს მოხდა. ფოთი-თბილისის მატარებელი street Art-ის მოყვარულებმა მოხატეს. 

კიდევ ორი შემთხვევა კი გასული წლის მაისსა და ოქტომბერში მოხდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში