აჭარაში, 6 თვეში სიცოცხლე თვითმკვლელობით 13-მა ადამიანმა დაასრულა - შსს

04 სექტემბერი 2019, 14:26 1574 ნახვა

საქართველოში, 6 თვეში სუიციდს და სუიციდის მცდელობას ადგილი 426-ჯერ ჰქონდა. მიმდინარე წლის სტატისტიკურ მონაცემებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავრცელებს. 

უწყების ცნობით, 426 შემთხვევიდან 41 აჭარაში იყო. სიცოცხლე თვითმკვლელობით 13-მა დაასრულა. 28 შემთხვევაში კი ადგილი ჰქონდა სუიციდის მცდელობას. 

აჭარაში თვითმკვლელობა 27 კაცმა სცადა, 14 შემთხვევაში კი ქალმა.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იანვრიდან-ივნისის ჩათვლით, აჭარაში დაფიქსირებული სუიციდისა და სუიციდს მცდელობის შემთხვევებიდან, სამში უცხო ქვეყნის მოქალაქეები ფიგურირებენ. 

ყველაზე მეტი ფაქტი თბილისში მოხდა, ყველაზე ნაკლები კი სამცხე-ჯავახეთში.  

შინაგან საქმეთა სამინიტროს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2018 წელს სუიციდის 390 შემთხვევა მოხდა, მათგან 11 არასრულწლოვანი იყო.

2017 წელს კი თავის მოკვლა 477-მა პირმა სცადა, მათ შორის 11-დან 17 წლამდე 49 მოზარდმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში