"მე მგონი არასწორ მისამართზე ხართ, როცა მეკითხებით რატომ წარადგინეს გახარია პრემიერად" - გომელაური ჟურნალისტებს

05 სექტემბერი 2019, 15:55 1157 ნახვა

''უკაცრავად, მე მგონი არასწორ მისამართზე ხართ თქვენ, როცა მეკითხებით რატომ წარადგინეს გახარია პრემიერად, ეს არასწორი კითხვაა. ეს კითხვა დასვით მაგალითად პარტიასთან'' - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც 20 ივნისის აქციის დაშლაზე გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას ეხებოდა. 

გომელაურმა განაცხადა, რომ პასუხისმგებლობას ყველა გრძნობს. 

''მარტო გახარია პასუხიმგებლობა რატომ უნდა დამდგარიყო, მაგ ლოგიკით მთელი მთავრობის პასუხიმგებლობა უნდა დადგეს. ჩემიც მათ შორის. ყველა ვგრძნობთ პასუხისმგებლობას.

ჩემთვის ძალიან რთული იყო ეს თემა, ჩვენ გვყავს ოჯახები, შვილები. რთულია, როცა უყურებ ერთ ადამინს 20 როგორც ''შედგება'' და სცემს, აგლიჯავენ ჩაფხუტს, ეს ძალიან ძნელი და რთული ასატანია. ამ ყოველივეს გამო, პასუხისგებაშიც მიეცნენ ადამიანები. გამოძიებაც მიმდინარეობს და მათ განსაჯონ ვინ გადაამეტა. ყველა უნდა დაისაჯოს კანონის შესაბამისად'' - ამბობს გომელაური. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში