ჯგუფ „რეროს" კონცერტი

29 სექტემბერი 2025, 10:55 109 ნახვა

„მთელ ქვეყანას აგიმღერებ“ - ასე ჰქვია ფესტივალს, რომლის ფარგლებშიც ჯგუფ „რეროს“ კონცერტი გაიმართა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში.

საღამოზე შესრულდა ქალაქური სიმღერების კლასიკური და ახალი ვარიაციები, ასევე ჯგუფისთვის სპეციალურად დაწერილი საავტორო სიმღერები. ფესტივალი „მთელ ქვეყანას აგიმღერებ“ წელს პირველად ტარდება და წლევანდელი სეზონის რჩეული  ჯგუფი სწორედ „რერო“, გახდა რომელიც  5 წელია შეიქმნა და მსმენელში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ფესტივალის ფარგლებში ჯგუფისთვის მომზადდა ვიდეორგოლი, მოეწყო მასტერკლასები და სხვა აქტივობები. კონცერტი სრული ანშლაგით ჩატარდა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე