ბათუმში მეჩეთის მშენებლობაზე ნებართვის არ გაცემის კანონიერებაზე გადაწყვეტილება დღეს უნდა გამოცხადდეს /ვიდეო/

12 სექტემბერი 2019, 10:43 1206 ნახვა

2017 წლის 5 მაისს, ბათუმის მერიამ მუსლიმი თემის თვითორგანიზებულ ჯგუფს, მათ მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთზე ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის საჭირო ნებართვის გაცემაზე უარი უთხრა.

მუსლიმი თემი მიღებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობასა და დისკრიმინაციულობაზე სასამართლოში დავობს. სხდომები, მოლაპარაკების მოტივით, ბოლო სამ თვეში რამდენჯერმე გადაიდო. მოსამართლემ მხარეებს დიალოგის გზით შეთანხმების მისაღწევად ვადა მისცა. სასამართლო პროცესების გადადების ინიციატივა ბათუმის მერიას ეკუთვნის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი