დაჯარიმდა კომპანია, რომელმაც ბათუმში ტროტუარი, გაზონი და ხე ჩააბეტონა

25 ნოემბერი 2019, 12:42 6932 ნახვა

ბათუმში, გოგებაშვილი ქუჩაზე, შპს "ადანას"  მეპატრონე ბათუმის მერიამ 1000 ლარით დააჯარიმა. კაფე-ბარის მფლობელმა ტროტუარის ნაწილი, გაზონი და ხე ჩააბეტონა.  ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ დამრღვევს დაევალა ტერიტორია პირვანდელ მდგომარეობაში დააბრუნოს. 

ნინოშვილის ქუჩაზე, კაფე-ბარი ტროტუარის დიდი ნაწილზეა განთავსებული, თუმცა ამჯერად მფლობელებმა უნებართვოდ გაზონის ტერიტორია აითვისა და ბეტონით გაასწორა.  აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, ინფორმაცია მოქალაქემ მიაწოდა. გამოგზავნილ ფოტოზე ჩანს, რომ ხე ბეტონით არის დაფარული. 

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში