ყავის ნალექით ავტომობილის ნაწილებს დაამზადებენ - კომპანიების პასუხი გარემოს დაბინძურებაზე

05 დეკემბერი 2019, 14:03 927 ნახვა

Ford-მა კლიმატის ცვლილებების საპასუხოდ, ავტოწარმოებაში ახალი კამპანია წამოიწყო.  McDonald's-ის ქსელში დარჩენილი ყავის მარაგს და მისგან მიღებული ბიომასალისგან  ავტომობილის ნაწილების დამზადებას დაიწყებს.

McDonald's-ის ყავის ნარჩენები Ford-ის ლაბორატორიაში გადაიგზავნება, სადაც მარაგი გადამუშავდება. კომპანიის თქმით, მიღებული ბიომასალის გამოყენებით დამზადებული ნაწილები მსუბუქი და მოხერხებული იქნება.

”მაკდონალდსის მსგავსად, ფორდი ვალდებულია მინიმუმამდე დაიყვანოს ნარჩენები და ჩვენ ყოველთვის ვეძებთ ინოვაციურ გზებს ამ მიზნის მისაღწევად” - აცხადებს მაგდონალდსის წარმომადგენლობა.

ყავის ნარჩენებისგან შექმნიან ავტომობილის, ფარებს, სათავსოებს გამოიყენებენ ინტერიერისა და სხვა ნაწილების აქსესუარებისთვის.

ისინი ფიქრობენ რომ ეს კამპანია ავტოწარმოებაში მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოსათვის მავნე ნივთიერებები გამოყოფას. 

Ford-ის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, კომპანია უახლოეს მომავალში გეგმავს სრულად გადავიდეს წარმოებიდან გადამუშავებული ნარჩენების გამოყენებაზე.

 

ანა ახალაძე
ჟურნალისტი / სტაჟიორი

ამავე კატეგორიაში