''ჭიაღუებს არ ვებრძვი''... ''უზრდელი კაცი ხარ შენ - დაპირისპირება მაუწყებლის სტუდიაში

06 დეკემბერი 2019, 21:22 4886 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აქციებსა და კონტრაქციებზე, ასევე აქციების დროს მომხდარ დაპირისპირებებზე დღეს''ქართული ოცნების'' დეპუტატი დავით ბაციკაძე და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი მურმან დუმბაძე ''მთავარის'' ეთერში საუბრობდნენ. საკითხზე მსჯელობა მოგვიანებით სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა და პოლიტიკოსებმა ერთმანეთს ეზახეს ფრაზები: ​''''ჭიაღუებს არ ვებრძვი'', ''უზრდელი ხარ'', ''ზრდილობა იქონიე'', ''ერთი საწყალი კაცი ხარ'' და ა.შ.  

დავით ბაციკაძე: მიხეილ სააკაშვილს არასოდეს არჩევნებით არაფერი არ მოუგია და არ შეუცვლია, ყველაფერი ძალით... არა აქვს ეს მხარდაჭერა და ესეც თვლადია. არჩევნები გვაჩვენებს 2020 შემოდგომაზე ვის მხარესაა ქართული საზოგადოება. 

მურმან დუმბაძე: მიხეილ სააკაშვილს ყველაფერი ძალით აქვს წაღებული და ყველა არჩევნები გააყალბა და იმ მიხეილ სააკაშვილის პარტიული სიით მოხვდა უმაღლეს საბჭოში. ახლა მე ჭიაღუებს არ ვებრძვი, ჩემი ძირითადი სამიზნე არის ბიძინა ივანიშვილი. 

დავით ბაციკაძე: ცოტაა

მურმან დუმბაძე: წყნარად იყავი რა

დავით ბაციკაძე: დაწყნარდი და ზრდილობა იქონიე... 69 კაციანი ჭიაღუა ვინაა ჩანს კარგად. ოპოზიციაში ცხოვრებაში არ მიმიღია 69 ხმა. ასლან აბაშიძის დროსაც კი. 

მურმან დუმბაძე: დაწყნარდი...  ჭიაღუებს ნამდვილად არ ვებრძვი, ჩემი სამიზნე ყოველთვის იყო დიდი პოლიტიკოსები ედუარდ შევარდნაძე, ასლან აბაშიძე, მიხეილ სააკაშვილი, ლევან ვარშალომიძე.

დავით ბაციკაძე: ისტორიას აყალბებს ეს კაცი, არ ყოფილა ედიკას (ედუარდ შევარდნაძე) წინააღმდეგ და ასლან აბაშიძესთანც ბოლოს გამოჩნდა. 

მურმან დუმბაძე: შენ უზრდელი ხარ 

დავით ბაციკაძე: უზრდელი ვინაა კარგად ჩანს. 

მურმან დუმბაძე: რატომ მეჩრები, რას მეჩრები ....

დავით ბაციკაძე: ...... შენ შეეტენე მიშას ბიჭო''. უზრდელი ხარ და მაგ უზრდელობისთვის მიიღებ პასუხს. ძალიან კარგად იცის ხალხმა ვინ ხარ და რა ხარ. 

მურმან დუმბაძე:  ნუ მეჩრები ლაპარაკში,

დავით ბაციკაძე: ნუ გეჩრები კი არა ერთი უზრდელი და საწყალი კაცი ხარ. წესიერად ილაპარაკე. 

მურმან დუმბაძე: მთავრი ამოცანა არის ახლა ბიძინა ივანიშვილი და  მისი ''ქართული ოცნება''. მთავარი ამოცანა არის საქართველოს პარლამენტზე მივიტანოთ იერიში. მთავრი ამოცანაა, რომ მოკავშირეები კიდევ უფრო გავზარდოთ, დასავლეთში, ამერიკაში, არასამთავრობო სექტორის სახით, საქართველოს მოქალაქეების სახით, რომელსაც გავრილოვის ღამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ღირსება აყარა. თუ ადამიანი ''დაგაჩმორებს და დაჩმორდები'' მეორე ადამიანი პატივს არ გცემს. საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება გამოხატოს პროტესტი''...

სრული ინტერვიუ იხილეთ ლინკზე:

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში