ზაზა ხალვაშს დღეს დაკრძალავენ

08 თებერვალი 2020, 11:48 2292 ნახვა

საზოგადოება ცნობილ ქართველ კინორეჟისორ ზაზა ხალვაშს ემშვიდობება. სამოქალაქო პანაშვიდი წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარში მიმდინარეობს, დღეს მას ქედაში, სოფელ გეგელიძეებში დაკრძალავენ. რეჟისორი სამშაბათს თბილისში გარდაიცვალა.

ზაზა ხალვაში არაერთი ცნობილი ქართული ფილმის რეჟისორია, რომლებმაც  ადგილობრივი და საერთაშორისო ჯილდოები მოიპოვეს. რეჟისორის ყველაზე პოპულარული და წარმატებული ფილმი "ნამეა", რომელიც საერთაშორისო ფესტივალების საპროგრამო ჩვენებებში მოხვდა.  ის იყო ცნობილი ქართული სერიალის "მგლების ხორუმის" რეჟისორიც.  

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში