Facebook-ზე საკუთარი ხმით თანხას გამოიმუშავებთ

22 თებერვალი 2020, 15:48 2680 ნახვა

ფეისბუქი მომხმარებლებს ხმოვანი ჩანაწერით თანხის გამომუშავებას სთავაზობს. კომპანია თანხას გადაუხდის იმ ადამიანებს, რომლებიც ხმის ამომცნობ ტექნოლოგიას გამოიყენებენ.

წესები კი, ძალიან მარტივია:  გადმოწერეთ კვლების აპლიკაცია Viewpoints-ი. მომხმარებელმა უნდა წარმოთქვას ფრაზა Hey Portal და მეგობრების სიიდან არჩეული იმ ადამიანის სახელი, რომლის პროგრამაშიც ჩართვა სურს. საერთო ჯამში კი, ათამდე მეგობრის დასახელება და ჩანაწერის გაორმაგებაა შესაძლებელი.

ხმის ჩანაწერის სანაცვლოდ Viewpoints-ისგან მომხმარებლები 200 ქულას მიიღებენ. თანხა კი მომხმარებლებს PayPal-ის ანგარიშზე ჩაერიცხებათ. 
ახალ პროგრამაში მონაწილეობის მიღება 18 წლის ზემოთ ასაკისთვის და ამერიკის მოქალაქეებისთვის არის შესაძლებელი.

კომპანიამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მომხმარებელთა ხმოვანი ჩანაწერების უნებართვო მოსმენა - გამოყენებაში დაადანაშაულეს.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში