სომხეთმა საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ანალოგიურ რეჟიმზე გადავიდა რუმინეთიც

16 მარტი 2020, 16:10 1980 ნახვა

სომხეთში დღეიდან საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ამოქმედდება - ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სომხეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 16 მარტს საღამოს 17:00 საათზე ამოქმედდება და 16 აპრილის 09:00 საათამდე გაგრძელდება. სომხეთსა და რუსეთს შორის მოქალაქეთა მიმოსვლაც ორი კვირით იზღუდება.

საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა რუმინეთმაც. განკარგულებას ქვეყნის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა მოაწერა ხელი. მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობა მეტი რესურსის გამოყოფის საშუალებას იძლევა და კრიზისის მართვა უკეთესად იქნება შესაძლებელი.

საგანგებო რეჟიმზე გადავიდა დასავლეთ ავსტრალიის შტატიც - აქ „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 28 შემთხვევა დაფიქსირდა, დაღუპულია ერთი ადამიანი.

რუმინეთში კი 16 მარტის მონაცემებით, კორონავირუსის 139 შემთხვევაა დადგენილი. გამოჯანმრთელდა ცხრა ადამიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში