თურქეთში კორონავირუსით 9 ადამიანია გარდაცვლილი, 670 კი ინფიცირებულია

21 მარტი 2020, 17:50 2516 ნახვა

ისრაელში კოვიდ-19-ით პირველი პაციენტი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. პაციენტი პარასკევს ღამით იერუსალიმის ერთ-ერთ საავადმყოფოში დაიღუპა. ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა  თურქეთში. კორონავირუსით 9 ადამიანია გარდაცვლილი, 670 კი ინფიცირებულია.

ირანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ერთ დღეში 966-ით გაიზარდა. დაიღუპა 123 ადამიანი.  იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა 99%-ს თანმხლები დაავადებები ჰქონდა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამსახურის კვლევაშია ნათქვამი. გუშინ იტალიაში კორონავირუსით გარდაცვალებისა და ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 47 021, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა მთლიანობაში 4 032 მიაღწია. ბოლო ერთ დღეში ახალი კორონავირუსით მსოფლიოში 24  247 ადამიანი დაინფიცირდა, 1061 ადამიანი კი გარდაიცვალა. საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე პლანეტაზე, 20 მარტის საღამოს მონაცემებით, 234 073 ადამიანია ინფიცირებული. აქედან 104 591 ევროპაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში