მოქალაქეებს, რომლებსაც კომენდანტის საათებში უწევთ გადაადგილება სპეციალური საშვები გადაეცემათ

30 მარტი 2020, 18:14 5318 ნახვა

21:00-დან დილის 06:00 საათამდე მხოლოდ სპეციალური საშვის მქონე სატრანსპორტო საშუალებები იმოძრავებენ. 

არსებულ შეზღუდვებზე ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დეტალურად ისაუბრა.

„ჩვენ გვაქვს ორი რეჟიმი. პირველი არის, რომელიც შევა ძალაში დილის 08:00 საათიდან, გულისხმობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვას, მაგრამ დილის 8:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე არის ნებადართული პირადი ავტომობილებით და ტაქსებით გადაადგილება. ასევე ამ პერიოდის განმავლობაში არის ნებადართული იმ სპეციალური ტრანსპორტის მოძრაობა, რომელიც მოემსახურება ამა თუ იმ დარგის თანამშრომლებს. რაც შეეხება ე.წ საკომენდანტო საათის პერიოდს, გადაადგილების დამატებით შეზღუდვას, რომელიც იმოქმედებს საღამოს 21:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე, ამ პერიოდის განმავლობაში იმოძრავებენ მხოლოდ ის ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთაც ექნებათ სპეციალური საშვი"- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

დილის 08:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე არის ნებადართული პირადი ავტომობილებით გადაადგილება და ტაქსებით მუშაობა.

შეზღუდვები 31 მარტიდან შედის ძალაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში