აჭარის პოლიციის უფროსის ინფორმაციით, საკონტროლო პუნქტებზე ჩატარებული შემოწმების დროს რამდენიმე მოქალაქეს ტემპერატურა დაუფიქსირდა. ისინი დამატებით კვლევებს და შემოქმებას სამედიცინო ცენტრში გაივლიან. კონსტანტინე ანანიაშვილის განმარტებით, არცერთ მათგანს სხვა სიმპტომი არ აღენიშნებოდა.
საპატრულო პოლიციის უფროსი ამბობს, რომ მოქალაქეების სამართალდამცველების მითითებებს ემორჩილებიან.
''ვახორციელებთ მონიტორინგს და ასევე თერმოსკრინინგს. პროცესში ჩართულია როგორც შსს-ს ასევე თავდაცვის უწყების წარმომადგენლები. მაქსიმალურად შემოწმება ხდება ყველა სატრანსპორტო საშუალების, როგორც ვიზუალურად, ასევე ხორციელდება თერმოსკრინინგი. ჯერ-ჯერობით რაიმე წინააღმდეგობის ფაქტი არ ყოფილა. ყველა მოქალაქე ემორჩილება პოლიციის მოთხოვნას.
რამდენიმე პირს ტემპერატურა აღენიშნებოდა ზღვარს ზემოთ და მიეთითათ დამატებით სამედიცინო პუნქტში კონსულტაციის გავლა, სხვა სიმპტომები არ აღენიშნებოდათ'' - უთხრა ჟურნალისტებს საპატრულო პოლიციის უფროსმა.
ბათუმში სულ შვიდი საკონტროლო პუნქტია, სამი ძირითადი და ოთხი დამხმარე. სარფში, თამარის დასახლებაში და ფრიდონ ხალვაშის გამზირზე.
ქალაქის ქუჩებში კი საყოველთაო კარანტინით გათვალისწინებულ რეჟიმს საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.