ე.წ ქობულეთის კლასტერიდან კორონავირუსი კიდევ 6 პირს დაუდასტურდა

11 აპრილი 2020, 19:21 3379 ნახვა

ე.წ ქობულეთის კლასტერიდან კორონავირუსი კიდევ 6 პირს დაუდასტურდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინსიტრის მოადგილემ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

"ქობულეთის ე.წ კლასტერს 6 ახალი შემთხვევა დაემატა, რომლებზეც ზედამხედველობას ვახორციელებდით, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.

ექვსი შემთხვევიდან ერთი გახლავთ არასრულწლოვანი. ექვსივე მათგანის ტრანსპორტირება ხდება აი ახლა კლინიკა მედალფაში, სადაც სულ სავარაუდოდ გვეყოლება 24 პაციენტი. მათ შორის ორი მათგანის ტრანსპორტირება შეიძლება მოხდეს თბილისში, ერთ-ერთი არასრულწლოვანისაც. გარდა ამისა მინდა გითხრათ რომ გვყავს კიდევ ერთი განკურნებული სულ აჭარაში გვყავს 6განკურნებული შემთხვევა.

ერთი პაციენტი რჩება კვლავ სტაბილურად მძიმე, დანარჩენების მდგომარეობა არის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის.არასრულწლოვანი არის 10 წლამდე ასაკის მსუბუქი რესპირაციული ჩივილებით"-განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით საკარანტინო სივრცის მასშტაბურად გამოცხადებას არ გეგმავენ, თუმცა აქტიური ეპიდზედამხედველობა მოხდება და აქტიური თერმოსკრინინგი ჩატარდება.

"150 პირის ზედამხედველობას ვაგრძელებთ, პრაქტიკულად 100-მდე პირის ლაბორატორიული კვლევა უკვე ჩატარებულია, მაგრამ დარჩენილი კონტაქტების რაოდენობა ერთეულებით შეიძლება კიდევ გაიზარდოს ვინაიდან იცით რომ ეპიდ მოკვლევა გრძელდება, დღესაც ვიყავით სოფლებში აქტიური ეპდ ზედამხედველობით ყველა კონტაქტი იქნება მოძიებული და ყველა პირის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა ჩატარდება.

სავარაუდოდ იმ სოფლებში, სადაც ეს შემთხვევები ფიქსირდება ძირითადად არის სამი სოფელი და არის ქობულეთის გარკვეული უბნები, სადაც ვფიქრობთ ჩატარდეს აქტიური თერმოსკრინინგი აღნიშნული პირების შესახებ მოგროვდეს გარკვეული ანამნეზი ბოლო 2 კვირის განმავლობაში ხომ არ ჰქონდათ ერთეული რესპირაციული გამოვლინება ან ცხელება. მოხდეს ამ პირების რეგისტრირება და ლაბორატორიული დიაგნოსტიკა.

ეს საკარანტინე ზონად არ ითვლება, ამ სოფლების მიმდებარე, სადაც ეს პირები ცხოვრობენ ისინი უკვე არის საკარანტინე ზონები და პრაქტიკულად მკაცრი თვითიზოლაციის წესებით ცხოვრობენ და მათ ეკრძალებათ სახლიდან გამოსვლა და ერთმანეთთან კონტაქტი. საკარანტინო სივრცის მასშტაბურად გამოცხადებას არ ვგეგმავთ მაგრამ ეს აქტიური ეპიდზედამხედველობა, სადაც მოექცევა ყველა ის საინტერესო შემთხვევა. რომელსაც გარკვეული გამოვლინება ჰქონდა. ვერ მოხდა მათი დაჭერა იმ დროისათვის"- განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

 

 

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში