ვაგონში მცხოვრებ ოჯახს ტერიტორიის დატოვებას სთხოვენ

20 მაისი 2020, 18:26 495 ნახვა

ქარცივაძეების 5 წევრიან  სოციალურად დაუცველ ოჯახს თვითნებურად ჩადგმული ვაგონის დატოვება ემუქრება. მათ   თამარის დასახლებაში, სანაპიროზე ვაგონი 20 დღის წინ განათავსეს. ბათუმის მერიის  ზედამხედველობის სამსახურმა  და მუნიციპალურმა ინსპექციამ მათ  ტერიტორიის დატოვება დღეს მოსთხოვეს. 

ქარცივაძეები ამბობენ, რომ წლების წინ   გომარდულში საცხოვრებელი სახლი  დაეწვათ და მას შემდეგ სამ შვილთან ერთად ნაქირავებში ცხოვრობდნენ. ბოლო დროს კი უმუშევრად დარჩნენ და ქირის გადაუხდელობის გამო გამოასახლეს. ოჯახი დახმარებას ითხოვს.    

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში