ოპოზიცია კანდიდატებზე ისევ ვერ ჩამოყალიბდა

18 ივლისი 2020, 20:04 2506 ნახვა

ოპოზიცია ჯერ კიდევ ფიქრობს, ვის წარადგენს 2020-ის საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე აჭარაში. ვიდრე ისინი შერჩევა - გადარჩევის პროცესში არიან, ცნობილი ხდება, რომ „ქართული ოცნება“ საკუთარ რჩეულებს საზოგადოებას ორშაბათს წარუდგენს. ამ წარდგენამდე, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, ვინ შეიძლება იყოს მმართველი გუნდის კანდიდატი აჭარაში.

ანზორ ბოლქვაძე, რესან კონცელიძე და ზაალ მიქელაძე. ეს სამეული, ყველაზე რეალურად გამოკვეთილი კანდიდატები არიან, რომლებმაც შესაძლოა პარლამენტის დეპუტატობისთვის იბრძოლონ. ასეა, თუ ისე, ორშაბათს, ოპოზიციას უკვე ეცოდინება, რომელ ოლქში ვისთან მოუწევს ბრძოლა გამარჯვებისთვის. 

ხათუნა შუშანიძე
ჟურნალისტი და წამყვანი

ამავე კატეგორიაში