ქობულეთის მერიაში ცვლილებაა - ოპოზიციას ეჭვები აქვს

22 ივლისი 2020, 20:05 2358 ნახვა

ბათუმის შემდეგ, საკადრო ცვლილებები ქობულეთის მერიაში. განცხადების საფუძველზე პოსტი, არქიტექტურის სამსახურის  უფროსმა დატოვა, თუმცა არ განუმარტავს მიზეზები.

გადაწყვეტილებამ  ხელისუფლების ოპონენტებს გაუჩინა კითხვები,  ფიქრობენ, რომ წასვლა აიძულეს, რაც შეიძლება ქალაქში სამშენებლო პოლიტიკას უკავშირდებოდეს.

საქმით კი მათი ვერსიით ანტიკორუფციული სამსახურია დაინტერესებული, თუმცა უწყებაში გვითხრეს, რომ 2 თვეა მერიაში საერთოდ არ ყოფილან.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში