მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის საველე შეკრება

08 აგვისტო 2020, 12:45 468 ნახვა

გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის მომავალი წევრები კოჯრის ტერიტორიაზე საბაზისო კურსს გადიან. ახალგაზრდულ ლეგიონსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის საფუძველზე ეროვნულმა გვარდიამ  საბაზისო კურსის მონაწილეებს ახალი სამხედრო ფორმები გადასცა და ლოჯისტიკური საკითხები უზრუნველყო. კურსის ფარგლებში, 15-21 წლის ახალგაზრდები  ითვისებენ სალაშქრო - გადაადგილების, დაზვერვისა და შენიღბვის უნარ-ჩვევებს, ასევე ეცნობიან პირველადი სამედიცინო დახმარების წესებს.

მომზადების გავლის შემდეგ, ახალგაზრდები ლეგიონს შეუერთდებიან. ახალგაზრდული ლეგიონის მიზანია, მომავალი თაობა სამხედრო საქმით დააინტერესოს და სამხედრო-პატრიოტულ თემებს პოპულარიზაცია გაუწიოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში