საკრებულომ საარჩევნო მასალების გაკვრის ადგილები განსაზღვრა

09 სექტემბერი 2020, 18:41 1141 ნახვა

ქობულეთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე საარჩევნო სააგიტაციო მასალის განთავსებისთვის ადგილები განსაზღვრეს. პლაკატების გაკვრა ნებადართულია მოსაცდელებზე და კერძო მესაკუთრეების ობიექტებზე მათი თანხმობის შემთხვევაში.

საარჩევნო სააგიტაციო მასალის განთავსება აკრძალულია სახელმწიფო დაწესებულებებზე. საკრებულოს გადაწყვეტილებით განისაზღვრა მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება, სადაც ახალი საშტატო განყოფილება იქნება. ინსპექტორი, კოორდინატორი, სამი სოციალური მუშაკი და იურისტი სოციალური, ბავშვთა ზრუნვის საკითხებზე იმუშავებენ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი