ბაქო და ერევანი ერთმანეთს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ

29 სექტემბერი 2020, 14:02 1275 ნახვა

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში შეიარაღებული დაპირისპირება მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აზერბაიჯანმა  საარტილერიო ცეცხლი  სომხეთის ტერიტორიაზე მდებარე ქალაქ ვარდენისის და  არა მთიანი ყარაბახის მიმართულებით გახსნა.

თავდასხმაში თურქული უპილოტო საფრენი აპარატები მონაწილეობდა - ირწმუნება მინისტრი. ამ ინფორმაციას ოფიციალური ბაქო უარყოფს.  მანამდე  სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა ავიაციის გამოყენებით ქალაქ ვარდენისში სამხედრო ნაწილი დაცხრილა.

ბაქოს ვერსიით, აზერბაიჯანის არმიამ ვარდენისში მთელი სამხედრო პოლკი გაანადგურა, რასაც  სომხური მხარე  უარყოფს. კონფლიქტში მონაწილე მხარეები ერთმანეთს სოციალურ მედიაში ფეიკების გამოყენებასა და დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში