ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა 

01 ოქტომბერი 2020, 11:27 2345 ნახვა

საქართველოში კორონავირუსით მეორმოცე  პაციენტი გარდაიცვალა. ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. 

81 წლის მამაკაცს აღენიშნებოდა თანხმლები დაავადებები და ორმხრივი პნევმონია.

პაციენტი ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ  რესპუბლიკურ საავადმყოფოში 28 სექტემბერს გადაიყვანა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებულის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად.

''გვაქვს გარდაცვალების ერთი შემთხვევა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ხანდაზმული პირი, დადასტურებული კოვიდ დიაგნოზით და თანმდევი ქრონიკული დაავადებებით'' - განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობაში გამართულ ბრიფინგზე. 

დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 448 შემთხვევა გამოვლინდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში