მკვლელობა ქედაში

03 ოქტომბერი 2020, 12:15 7030 ნახვა

33 წლის   კაცის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.  შემთხვევა გუშინ გვიან ღამით, ქედაში მოხდა. მოტივად    ურთიერთშელაპარაკება სახელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა გარდაცვლილს ორი ჭრილობა დანით, გულმკერდის არეში მიაყენა.

იგი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.  გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული  და გარდაცვლილი ნათესავები იყვნენ.  შსს-მ   გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო რაც  7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში