დააკავეს მამაკაცი, რომელმაც ეჭვიანობის ნიადაგზე ყოფილ მეუღლეს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა - შსს

06 ოქტომბერი 2020, 14:12 1088 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს, ეჭვიანობის ნიადაგზე, ყოფილ მეუღლეს ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა მ.ბ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში