შაქარაშვილის საქმე - სამი ბრალდებულის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ

09 ოქტომბერი 2020, 18:03 957 ნახვა

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში რამდენიმე დაკავებულის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. ვახტანგ ჩიქოვანმა, არჩილ გაგნიძემ და ნიკოლოზ რევაზიშვილმა საბოლოო პოზიციები დღეს დააფიქსირეს. ბრალდებულებმა სხდომაზე იმასთან დაკავშირებით ისაუბრეს, თუ რატომ სურდათ მათი საქმე ნაფიც  მსაჯულთა სასამართლოს განეხილა.

საქმის პროკურორი დარწმუნებულია, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოც გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.

არჩილ გაგნიძის ადვოკატის ვასილ მამულაშვილის განცხადებით, გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობაში დარწმუნებულნი არ არიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში