კოვიდ სტატისტიკა საქართველოში

16 ოქტომბერი 2020, 10:55 2360 ნახვა

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა დადასტურდა. განახლებული სტატისტიკის თანახმად, ინფიცირებულთა რაოდენობა ჯამში 15327 გახდა.

კორონავირუსით გასული დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 11 პაციენტი გარდაიცვალა და ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობამ 124-ს მიაღწია.

ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისი-277, აჭარა-342, იმერეთი 198, კახეთი-7, სამეგრელო ზემო-სვანეთი-22, გურია-11, შიდა ქართლი-12, ქვემო ქართლი-3, მცხეთა მთიანეთი-10, სამცხე ჯავახეთი-3, რაჭა-2.

საქართველოს მასშტაბით, კრიტიკულად მძიმეა 70-ზე მეტი პაციენტი.

კარანტინის რეჟიმშია - 5721, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836 პირი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში