ზუგდიდში სამართალდამცველებმა სავარაუდოდ რამდენიმე პირი დააკავეს

21 ოქტომბერი 2020, 19:43 1263 ნახვა

ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა სავარაუდოდ რამდენიმე პირი დააკავეს.

ინცინდენტს წინ უძღოდა გიგი უგულავას და სამოქალაქო აქტივისტ გიორგი გაბედავას შორის სიტყვიერი შელაპარაკება.

"მე ვიცი ჯერ, რომ დაკავებულია ერთი პირი. ის ჩემი მხარდამჭერია, ჩემთან ერთად იყო. დააკავეს აბსოლუტურად უკანონოდ. ის ჩვენი აქტივისტია, რომელსაც უნდა ამ მთავრობის ცვლილება"- განაცხადა გიგი უგულავამ.

ამ დროისთვის უცნობია დაკავებული პირის ვინაობა, ის სამართალდამცველებმა ავტომობილში ჩასვეს და ადგილიდან გაიყვანეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში