მძევლების გასათავისუფლებლად მოლაპარაკებები მიმდინარეობს - შსს

21 ოქტომბერი 2020, 20:17 838 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, მძევლების გასათავისუფლებლად მოლაპარაკებები გრძელდება. ვლადიმერ ბორცვაძემ მოლაპარაკების დეტალებზე არ ისაუბრა, თუმცა განაცხადა, რომ მათ გასათავისუფლებლად ყველაფერი კეთდება.

"მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მძევლები უსაფრთხოდ დავაბრუნოთ მათ ოჯახებში. მოლაპარაკებების დეტალებზე ახლა მიზანმიმართულად არ ვისაუბრებ. ერთი თხოვნა მაქვს მედიის წარმომადგენლებთან, რომ თავი შეიკავონ პირდაპირ ეთერში ტერიტორიის გაშუქებისგან, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ხელს უშლის მოლაპარაკებების პროცესს და ზიანი რომ თავიდან ავიცილოთ გთხოვთ, რომ თავი შეიკავოთ პირდაპირ ეთერში შემთხვევის ადგილის და მიმდებარე ტერიტორიის გაშუქებისგან"- განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი