ენმ: მაღალმთიანეთის კლინიკები პარალიზებულია

22 ოქტომბერი 2020, 14:50 381 ნახვა

ენმ-ს მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტში ხელისუფლებას ხულოსა და შუახევის კლინიკების  მდგომარეობის შემოწმებისკენ მოუწოდებს.  გია აბულაძის განმარტებით, სამედიცინო დაწესებულებები პარალიზებულია, არაა საკმარისი მედპერსონალი და ინვენტარი. ანალოგიური მდგომარეობაა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურების კუთხითაც. გაზრდილი მომართვიანობის გამო მოქალაქეებს მომსახურების მისაღებად საათობით ლოდინი უწევთ.   ხულოსა და შუახევის რაიონული ჰოსპიტალი ,,ევექსის“ დაქვემდებარებაშია, რომლის პრეს ცენტრშიც განმარტეს რომ  თანამშრომლები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ ვინაიდან კლინიკას არ გააჩნია ცხელების ცენტრი აქ საეჭვო პაციენტები არ შეჰყავთ. აჭარის მთავრობაში საპასუხო კომენტარი ამ ეტაპზე არ გაკეთებულა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში