საქართველოში კორონავირუსის 1 872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 

26 ოქტომბერი 2020, 11:03 1098 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 30303-მდე გაიზარდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ბოლო 24 საათში  გამოჯანმრთელდა კიდევ 603 პაციენტი, 14 ადამიანი კი გარდაიცვალა.

1872 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: აჭარა-296, თბილისი-913, იმერეთი 337, ქვემო ქართლი-89, შიდა ქართლი-54, გურია-32, სამეგრელო-ზემო სვანეთი-90, მცხეთა მთიანეთ-30, სამცხე-ჯავახეთი-11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-7.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 112 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 3 766 ადამიანი, „კოვიდ“-სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 2 268-ს შეადგენს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში