საარჩევნო უბნებზე გათვალისწინებული იქნება ყველა საჭირო ღონისძიება ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის - თამარ ჟვანია

29 ოქტომბერი 2020, 13:26 168 ნახვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, 31 ოქტომბერს კენჭისყრის შენობაში გათვალისწინებული იქნება ყველა ის აუცილებელი ღონისძიება, რომელიც ხელს შეუწყობს ინფექციის გავრცელების პრევენციას.

"არჩევნებზე მისვლა უსაფრთხოა პანდემიის პირობებშიც კი, რადგან ჩვენ ვასრულებთ ყველა რეკომენდაციას თქვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის. პანდემიის პირობებში ამომრჩევლების და დამკვრივებლებისთვის ჯანმრთელობა მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს, რომ ამომრჩევლებმა არჩევანი თავისუფალ, გამჭვირვალე და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში გააკეთონ. 31 ოქტომბერს კენჭისყრის შენობაში გათვალისწინებული იქნება ყველა ის აუცილებელი ღონისძიება, რომელიც საჭიროა ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის. ამომრჩევლებს საარჩევნო უბანზე ყოფნა მხოლოდ ცოტა ხნით უწევთ, რაც ჯანმრთელობისთვის არ არის რისკის მატარებელი"-განაცხადა თამარ ჟვანიამ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, 31 ოქტომბრისთვის 3657 საარჩევნო უბანია გახსნილია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში