საქართველოში კორონავირუსის 1 852 ახალი შემთხვევა დადასტურდა

02 ნოემბერი 2020, 10:49 1372 ნახვა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 852 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 696 პირი.

საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის განცხადებით, 7 ადამიანი გარდაიცვალა, აჭარაში - 6 პაციენტი, ხოლო კახეთში - 1 ადამიანი.

2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ დაფიქისრდა 342 გარდაცვალების შემთხვევა.

''დღეს გამოვლენილი 1 852 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 650 შემთხვევა, აჭარაში - 389, იმერეთში - 441, ქვემო ქართლში - 68, შიდა ქართლში - 51, გურიაში - 28, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 114, კახეთში - 20, მცხეთა-მთიანეთში - 51, სამცხე-ჯავახეთში - 27, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 13.

ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 411. 4 293 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 125, აჭარაში - 709. მძიმე პაციენტი არის 519, მათ შორის, თბილისში - 279, აჭარაში - 86. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 230 ადამიანი - მათ შორის, თბილისში - 100, აჭარაში - 83. 2 236 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 077 - აჭარაში, ხოლო 837 - თბილისში. 8 882 ადამიანი მკურნალობს ბინაზე'' - განაცხადა ბერდია სიჭინავამ. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში