ბათუმის საქალაქო სასამართლომ,,ნაციონალური მოძრაობის’’ საჩივარი არ დააკმაყოფილა 

08 ნოემბერი 2020, 12:08 1050 ნახვა

,,ნაციონალური  მოძრაობის’’  საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლომ  არ  დააკმაყოფილა.  ოპოზიცია ბათუმის საოლქო საარჩევნო  კომისიის  38-ი  განკარგულების  ბათილობას ითხოვდა. ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, შემაჯამებელ ოქმებში არსებული დისბალანსი მათ თავდაპირველად საოლქო კომისიაში გაასაჩივრეს, მათი დიდი ნაწილი კი ოლქმა არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც სასამართლოს  მიმართეს. დავა მხარეებს შორის სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში