სარფში 10 740 კილოგრამი არადეკლარირებული პოლიეთილენის ფირი აღმოაჩინეს 

10 ნოემბერი 2020, 16:54 3586 ნახვა

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა სარფში 10740 კილოგრამი არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს. საუბარია პოლიეთილენის ფირზე რომლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 60 144 ლარი შეადგინა.

უწყების ცნობით, საქონელი თურქეთიდან სატვირთო ავტომობილით შემოჰქონდათ, რომელსაც უცხო ქვეყნის მოქალაქე მართავდა.

''მებაჟე ოფიცრების მიერ, რისკის შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, აღნიშნული ტრანზიტული ტვირთი შესაბამის საბაჟო კონტროლის პროცედურებს დაექვემდებარა და ,,ბათუმის" გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ვიზუალური დათვალიერება განხორციელდა, რის შედეგადაც გამოვლინდა 10740 კილოგრამი არადეკლარირებული საქონელი'' - წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში