აშშ-ის სახელმწიფო მდივანის ვიზიტის დროს ოპოზიცია მდუმარე აქციას გამართავს

12 ნოემბერი 2020, 15:16 878 ნახვა

ოპოზიციის წარმომადგენლები 17 ან 18 ნოემბერს, როდესაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანის, მაიკ პომპეოს ვიზიტია დაგეგმილი, განსხვავებული ფორმატის აქციას აანონსებენ.

''ევროპული საქართველოს'' ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ეს იქნება მისალმება და დახვედრა სტრატეგიული პარტნიორისადმი მხოლოდ ერთი კონკრეტული მესიჯით "არჩევნები გაყალბდა". აქციას აანონსებენ 14 ნოემბერსაც პარლამენტთან.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამ და სხვა საკითხების განსახილველად  ლელოს ოფისში კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში