„მიშა, როგორც თითქოს მთავარი წარმომადგენელი ძალა ოპოზიციური ერთობის არ არსებობს" - ირაკლი კუპრაძე

15 ნოემბერი 2020, 20:32 1154 ნახვა

ბათუმის ლელოს ოფისში ბრიფინგი მიმდინარეობდა. ირაკლი კუპრაძის განცხადებით, ლელომ აქცია დატოვა მიზეზი კი ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მხრიდან გაკეთებული მოწოდებაა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდეს. 

„რიგი პოლიტიკური პარტიები არღვევენ ოპოზიციური პარტიების შეთანხმებებს ეს ჩვენთვის არის მიუღებელი რადგან ეწინააღმდეგება მთავარ მიზანს, ახალი არჩევნების მოთხოვნა და თამარ ჟვანიას გათავისუფლება, არ ვაპირებთ პარტიულ ღონისძიებებსა და აქციებში მონაწილეობის მიღებას, ერთი პარტია ვერ იქნება ის გუნდი რომელიც ხელის გადაგრეხვის პოლიტიკით დაგველაპარაკება ჩვენ დამოუკიდებელ პოლიტიკურ გუნდებს, ჩვენი მთავარი მიზანია შევქმნათ ისეთი პოლიტიკური ერთობა რომელიც არ იქნება ბელადებზე დამყარებული. პარტია ლელო ემიჯნება ნაციონალური მოძრაობის მოწოდებას მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების მოთხოვნით. ლელომ  აქცია იმის გამო დატოვა, რომ ეს აქცია ერთი პარტიის აქციად იქცა,  ,,მიშა ჩამოდი'', შეძახილებით. მიშა, როგორც თითქოს მთავარი წარმომადგენელი ძალა ამ ოპოზიციური ერთობისა არ არსებობს'' - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ. 

„მიშა ჩამოდი!" - ფლაერების დარიგების გამო, აჭარის მთავრობის წინ გამართული აქცია „ლელოს“ წარმომადგენლებმა დატოვეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში