''ლელო" ,,სირცხვილის დერეფანში" მონაწილეობას არ მიიღებს 

16 ნოემბერი 2020, 16:51 816 ნახვა

''ლელო" არ ღებულობს მონაწილეობას ,,სირცხვილის დერეფანში" - ამის შესახებ ინფორმაციას პარტია ავრცელებს. 

''ჩვენ ვფიქრობთ რომ, დაშინებული მოსახლეობის დამუნათების ნაცვლად, უნდა ვესუაბროთ მოქალაქეებს, წარმოვადგინოთ გაყალბების უამრავი მტკიცებულება, რაც ხელთ გვაქვს და დავარწმუნოთ ისინი ბოიკოტის აუცილებლობაში.

,,ლელო" არის ოპოზიციური ერთობის ავანგარდში ივანიშვილის და გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ ბრძოლაში. პარალელურად გავაგრძელებთ კამპანიას გაყალბებული ოქმების, მოსყიდვისა და ძალადობის ფაქტების გასაჯაროვებით'' - წერია განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში