თურქეთიდან შემოტანილ 23 450 კგ კარტოფილში, კარტოფილის კიბო აღმოჩნდა  – შემოსავლების სამსახური

17 ნოემბერი 2020, 16:08 1002 ნახვა

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფის“ გავლით, თურქეთიდან 23 450 კილოგრამი კარტოფილით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება შემოვიდა.

''საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ფიტოსანიტარიული პროცედურების განხორციელებისას, კვლევისთვის აღებულ ნიმუშში,  კარტოფილის კიბოს (Synchytrium endobioticum) არსებობა დადასტურდა'' - წერია უწყების მეირ გავრცელებულ განცხადებაში. 

საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას ექვემდებარება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი