არ იგრძნობა, რომ ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია - ტიტე აროშიძე

21 ნოემბერი 2020, 12:48 731 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ტიტე აროშიძემ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. 

კანდიდატის განცხადებით, ხმა ქვეყნის სტაბილურობასა და განვითარებას მისცა. ტიტე აროშიძის თქმით, არ იგრძნობა, რომ ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია. 

''ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოების  არჩევის ისტორიაში და ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა. რაც შეეხება ოპოზიციის მიერ გამოცხადებულ ბოიკოტს, კანდიდატები ბიულეტენებში არიან მითითებული და მათი ამომრჩეველიც ალბათ მივა და მისცემს ხმას. 

ასე, რომ არანაირად არ იგრძნობა, რომ ისინი ბოიკოტის რეჟიმში არიან'' - განაცხადა ტიტე აროშიძემ

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში