სააპელაციო სასამართლომ დონალდ ტრამპის სარჩელი არ დააკმაყოფილა

28 ნოემბერი 2020, 12:10 86 ნახვა

აშშ-ის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საარჩევნო საჩივარი, რომელიც პენსილვანიაში ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად დამტკიცების გაუქმებას ითხოვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას როიტერი ავრცელებს.

მათი ცნობით, სამი მოსამართლისაგან შემდგარმა კოლეგიამ განაცხადა, რომ ტრამპის საარჩევნო შტაბს არ გამოუთქვამს კონკრეტული ბრალდებები და არ მიუწოდებია მტკიცებულება. დონალდ ტრამპი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს. მან სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ამ საკითხთან დაკავშირებით გუშინ კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ ჯო ბაიდენი თეთრ სახლში შესვლას იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ დაამტკიცებს, რომ 80 მილიონი ხმა უკანონო გზით არ იყო მოპოვებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში