სასამართლო პროცესი შაქარაშვილის საქმეზე

01 დეკემბერი 2020, 15:33 1031 ნახვა

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობისთვის დაკავებულების  პროცესი  მცხეთის სასამართლოში გრძელდება. დღეს რეზონანსული საქმის ერთ-ერთი ე.წ- ი ოქროს მოწმე კოკო ღიბრაძე  გამოიკითხება. მან უნდა გაიხსენოს რის შემდეგ დაბრუნდა თბილისიდან მცხეთაში და ვისთან ერთად იმყოფებოდა ის. ღიბრაძემ ასევე უნდა აღიდგინოს, რა ვითარებაში დახვდნენ მეგობრებს ნაცემი გიორგი ქათამაძე და ვახო ახვლედიანი. დღესვე, სასმართლოს წინაშე კიდევ რამდენიმე მოწმე უნდა წარსდგეს. ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძესა და არასრულწლოვნებს: ზ.ხ.-და და ა.ქ.-ს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ედავება.ბრალდების ინფორმაციით, სწორედ მათ სცემეს შაქარაშვილი და მდინარეში გადააგდეს, რა დროსაც ის დაიღუპა.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში