ოპოზიციას ბოიკოტისთვის ფასის გადახდა მოუწევს

09 დეკემბერი 2020, 20:07 919 ნახვა

„ქართული ოცნება“ კი მზადაა შექმნას კომისია, რომელიც არჩევნების შედეგებს ხელახლა დაითვლის, 1%-იანი ცდომილების შემთხვევაში კი „ოცნება“ რიგგარეშე არჩევნებს თანხმდება. ოპოზიციონერ ლიდერებს კი არ აქვთ ნდობა დაპირებების.

საპარლამენტო უმრავლესობა ყველა იმ დეპუტატს შეუწყვეტს უფლებამოსილებას, რომელიც საკანონდებლო ორგანოს შესაბამისი განცხადებით მიმართავს.

მმართველი პოლიტიკური პარტიის აღმასრულებელი მდივანი ამბობს, რომ პარტიები, რომლებიც მანდატებზე უარს იტყვიან, სახელმწიფო დაფინანსებით ვერ ისარგებლებენ.

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას „ქართული ოცნება“ პარლამენტის შეკრებისთანავე გეგმავს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში