ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია პარლამენტში არ შედიან - რესპუბლიკური პარტიის განცხადება 

11 დეკემბერი 2020, 10:59 1625 ნახვა

საქართველოს რესპუბლიკური პარტია აგრძელებს ბოიკოტის რეჟიმს და არ შედის პარლამენტში - ამის შესახებ ნათქვამია ,,რესპუბლიკელების'' მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“ჩვენ,  ,,რესპუბლიკელები'' ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია არ შევდივართ პარლამენტში, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ პარტიას ეს 2 მანდატი მოგვანიჭა ძირითადად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველმა. ამავე დროს, რადგან გრძელდება მოლაპარაკებების პროცესი საერთაშორისო ფასილიტაციით და მასში მონაწილეობა მნიშვნელოვანია შექმნილი კრიზისის გათვალისწინებით, ჩვენს მიერ ხელმოწერილი განცხადებებით, საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის თაობაზე პარლამენტს მივმართავთ დაუყოვნებლივ ამ პროცესის დამთავრების შემდეგ.

ცხადია, ვითვალისწინებთ ხელისუფლების აშკარა მცდელობებს, რომ ოპოზიციაზე თავდასხმებით, ხელი შეუშალოს პროცესს და მთელი პასუხისმგებლობა გადაიტანოს ოპოზიციაზე, ვაცნობიერებთ, რომ სულ უფრო ვიწროვდება სივრცე მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევისთვის,ბოიკოტის რეჟიმის პარალელურად ვაგრძელებთ ამ პროცესის მხარდაჭერასაც”, – ნათქვამია  განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში