ოპოზიციის ნაწილი პარლამენტზე უარს არ ჩქარობს

11 დეკემბერი 2020, 20:06 1258 ნახვა

არის რამდენიმე პარტია, რომელიც ოპოზიციის ბოლო შეთანხმების დოკუმენტებს არ შეურთდა.

ალეკო ელისაშვილი მოლაპარაკებების დაუსრულებლობას ''ევროპულ საქართველოს'' და ''ნაციონალურ მოძრაობას'' აბრალებს და აღნიშნავს, რომ აუცილებელია მოლაპარაკებების ბოლომდე მიყვანა.

''გირჩში'' კი მიიჩნევენ, რომ ელჩების დახმარების რესურსი კიდევ არსებობს, წინააღმდეგ შემთხვევაში პარლამენტში მათი შესვლის აზრს ვერ ხედავენ.

''პატრიოტთა ალიანსი'' კი ჯერ არსად შედის, თუმცა თავისი განყენებული პოზიცია უჭირავს.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში