ისრაელის მთავრობამ ორკვირიანი საყოველთაო კარანტინის დაწესებას მხარი დაუჭირა

06 იანვარი 2021, 11:36 878 ნახვა

კორონავირუსის  თითქმის 61 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა  გაერთიანებულ სამეფოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია პანდემიის დაწყების დროიდან.ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსს კიდევ 830 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინგლისსა და შოტლანდიაში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეებს   სახლიდან  გასვლის უფლება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში აქვთ. გერმანიაში კი   დაწესებული „ლოქდაუნი “ 31 იანვრამდე გახანგრძლივდება.   იმის  გარდა,  წესდება ახალი შეზღუდვებიც.   მცხოვრებლებს საკუთარი ქალაქებიდან 15 კმ-ზე მეტი მანძილის დაშორებით გადაადგილება ეზღუდებათ.   ისევ დაკეტილია   რესტორნები, მაღაზიები და სკოლების უმეტესი ნაწილი. ისრაელის მთავრობამ კი  ქვეყანაში ორკვირიანი საყოველთაო კარანტინის დაწესებას მხარი დაუჭირა, რომელიც ხვალიდან   ამოქმედდება. საყოველთაო კარანტინის რეჟიმის ფარგლებში დაიხურება სკოლები, საბავშვო ბაღები და არააუცილებელი ბიზნეს ობიექტები. ამასთან, დახურულ სივრცეებში აკრძალული იქნება ხუთზე მეტი პირის, ღია სივრცეებში კი ათზე მეტი პირის თავშეყრა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში