ევროპის წამლის სააგენტომ ''მოდერნას'' ვაქცინის გამოყენება დაუშვა

06 იანვარი 2021, 17:34 815 ნახვა

ევროპის წამლის სააგენტომ „მოდერნას“ წარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებაზე რეკომენდაცია გასცა.  სააგენტოს გადაწყვეტილებით, „მოდერნას“ ვაქცინის გამოყენების რეკომენდაცია 18 წელს ზემოთ ადამიანებისთვის არის გაცემული. ეს მეორე ვაქცინაა, რომელიც წამლის სააგენტომ ევროკავშირის ქვეყნებისთვის დაამტკიცა.  

სააგენტომ ვაქცინის ხარისხი, უსაფრთხოება და ეფექტურობა შეაფასა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ფართო მასშტაბიანმა კლინიკურმა კვლევებმა დაადასტურა, რომ „მოდერნას“ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ეფექტურია. „მოდერნას“ ვაქცინის ორი დოზა ადამიანებს 28 დღიანი შუალედით გაუკეთდებათ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში