ბათუმში მსჯავრდებულებს PCR ტესტირება ჩაუტარდათ - პასუხი უარყოფითია

07 იანვარი 2021, 15:24 1455 ნახვა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, N3 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებს  პისიარ ტესტირება ჩაუტარდათ. ბათუმის დაწესებულებაში მყოფი 52 მსჯავრდებულიდან კვლევა 31-მა გაიარა და ყველა პასუხი იყო უარყოფითი. 

21-მა მსჯავრდებულმა PCR ტესტირებაზე უარი განაცხადა.

,,ცხადია, პატიმრებს ტესტირება ნებაყოფლობით უტარდებათ და თუ რომელიმე მათგანს ამის სურვილი არ აქვს, ძალდატანებით ტესტს ვერავინ ჩაუტარებს. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ბრალდებულ/მსჯავრდებულების ინტენსიური PCR ტესტირება 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. ამ ეტაპზე ტესტირება ჩატარებულია N11 (არასრულწლოვანთა) და N5 (ქალთა) პენიტენციურ დაწესებულებებში. არასრულწლოვანთა დაწესებულების ყველა ტესტი უარყოფითი იყო, ხოლო ქალთა დაწესებულებაში ჩატარებული 329 ტესტიდან 23 დადასტურდა'' - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში