მორიგი დაპირისპირება ოპოზიციაში

20 იანვარი 2021, 14:46 1088 ნახვა

ალეკო ელისაშვილს თავის ინიციატივაზე შეხვედრების გაგრძელება ოპოზიციურ პარტიებთან უკვე მარტოს მოუწევს. "გირჩის" გადაწყვეტილებით, ისინი პოლიტიკურ კონსულტაციებს "მოქალაქეების" და ალეკო ელისაშვილის გარეშე გამართავენ.  “გირჩი” ემიჯნება ელისაშვილს იმ ინციდენტის გამო, რომელიც გუშინ ერთ ერთი არხის ეთერში მამუკა ხაზარაძესა და ალეკო ელისაშვილს შორის მოხდა. მმართველი გუნდი ოპოზიციაში განხეთქილებაზე საუბრობს, პოლიტიკური ექსპერტები კი ამბობენ, “მოქალაქეების”ლიდერი ბავშვივით იქცევა და სამარეს ითხრის.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში